ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
თეა გიორგაძე
| დაბადების თარიღი: | 19?? |
| კატეგორია: | ექიმი, თანამდებობის პირი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თსსუ ენდოკრინოლოგიური კათედრა (ასპირანტურა), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 2002 წელს; საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი 2012 წელს; ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, ბრიტანული საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი ბარლინგტონის სკოლა (დიდი ბრიტანეთი) 1994 წელს; ლუნდის საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტი, სტაჟირება (შვედეთი) 2000 წელს. 2000–2004წწ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 2004– 2008წწ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2008–2010წწ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მრჩეველი; 2010-2013წწ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; 2012 წელი ბაბეს ბოლაი უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიწვეული პროფესორი; 2014 წელი მაგდებურგის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "შრომის უსაფრთოებისა და ჯანმრთელობის" კურსის მოსამზადებლად; 2015 წელი ბრიუსელის თავისფალი უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "შრომის უსაფრთოხოებისა და ჯანმრთელობის" ფარგლებში; 2013–2017წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი, ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი; 2017 – 2021წწ. სს "საპარტნიორო ფონდი", "კლინიკების განვითარების კომპანიის" დირექტორი; 2015 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი; 2021 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი; 2021–2024წწ. სს "საპარტნიორო ფონდი", შპს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" სამედიცინო კონსულტანტი; 2024 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
წყარო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: moh.gov.ge; facebook.com
|