ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ირინე წაქაძე
| დაბადების თარიღი: | 19?? |
| კატეგორია: | თანამდებობის პირი, იურისტი |
ბიოგრაფია
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, მაგისტრთან გათანაბრებული 2003 წელს.
2003-2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის მრჩეველი; 05.2004 – 09.2004 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს იურიდიული სამმართველოს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართალშემოქმედების განყოფილების უფროსი იურისტი, განყოფილების უფროსი; 2004–2008წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორი, უფროსი პროკურორი; 10.2016 – 11.2016 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის პროექტის "კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" ექსპერტი; 2018-2020წწ. უზბეკეთის ანტიკორუფციული მონიტორინგის ჯგუფის წევრი (OECD), სამართლის ექსპერტი; 03.2021-05.2021 წელს ევროპის საბჭოს პროექტის "სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში", ექსპერტი; 02.2008-06.2008 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსი; 2008–2024წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი; 2024 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
წყარო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: moh.gov.ge; commersant.ge
|