The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ვატიტაძე

გრიგოლ ვატიტაძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1980  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003-2004წწ. - საადვოკატო ბიუროში "მიგრიაული და პარტნიორები", იურისტად; 2004-2005წწ. - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მომართვებისა და მიღების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2005-2006წწ. - შპს "ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრი", იურისტი; 2006-2007წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2008-2010წწ. - ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი; 2011-2014წწ. - ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი; 2011 წლიდან - შპს "ევროპის აკადემიური ცენტრის" ტრენერი; 2014 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2016 წლიდან -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2016-2017წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიიის მოწვეული ლექტორი; 2014-2018წწ. - შპს "ტრიდე კონსალტინგის" დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი; 2018-2019წწ. - შპს "არქიში" იურისტი; 2020 წელს - თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში იურისტი. 2020 წლის დეკემბრიდან - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თელავის რაიონული სასამართლო: www.court.ge


გააზიარე: