| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1999-2004წწ. - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის ქ. რუსთავის საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებელი; 2004-2005წწ. - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ორგანიზებული და სს სამძებრო ხაზით გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიების განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი; 2005 წელს - საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სს სამძებრო სამმართველოს, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი; 2005 წელს - შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 2005-2007წწ. - ქ. თბილისის პროკურატურაში შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი; 2007 წლიდან - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2007-2009წწ. - მივლინების საფუძველზე თავმჯდომარის უფლებამოსიელბას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში; 2009-2017წწ. - თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის მაისიდან - თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

