The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მორის ფუხაშვილი

მორის ფუხაშვილი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1961  (65 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა დიდი ლილო, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. იყო ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სტიპენდიანტი.

1984-1985წწ. - რუსთავის პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებელი; 1985 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - რუსთავის პროკურატურაში უფროსი გამომძიებლის სტაჟიორი; 1985 -1986წწ. - რუსთავის პროკურატურაში უფროსი გამომძიებელი; 1986-1987წწ. - რუსთავის პროკურორის თანაშემწე; 1987-1992წწ. - საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1992-1999წწ. - თბილისის ისნის რაიონის პროკურორის თანაშემწე;  1999 წლიდან - თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005 წელს დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება; 2009-2013წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2020წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თიანეთის მუნიციპალიტეტში; 2020 წლიდან - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: