| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოფიო ლეჟავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 2006 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2016-2017წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სპაციალური სასწავლო კურსი და ჩააბარა შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2006-2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სხდომის მდივანი; 2009-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2018 წლის იანვრიდან - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

