| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოდერძი ახალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1975 წელს; სსრკ ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1982 წელს; ბათუმის დამოუკიდებელი ერთაშორისი ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2006 წელს. 1975 წელს შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში თავდაპირველად მატროსად დაიწყო, იქვე გახდა კაპიტნის თანაშემწე და შორეული ნაოსნობის შტურმანი, მოგვიანებით კი 1983 წლამდე სანაოსნოს არაერთი ტანკერისა და ბალკერის კაპიტნის პირველ თანაშემწედ ცურავდა; 1983 წლიდან საქმიანობას ნაპირზე, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტის პედაგოგად განაგრძობს, 1985 წლიდან კი პარტიულ საქმიანობაზე გადადის და საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პარტიული კომიტეტის აპარატში თავდაპირველად ინსტრუქტორად, შემდგომ კომიტეტის მდივნის პირველ მოადგილედ, 1990 წლიდან კი მდივნის მოვალეობის შემსრულებლად საქმიანობდა; 1990-1994 წლებში იყო ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის უფროსი, 1994-1996 წლებში კი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრორექტორი; 2004 წლიდან საჯარო სამსახურშია, 2013 წლამდე სხვადასხვა დროს იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო განყოფილების, საფინანსო-სამეურნეო განყოფილებისა და საქმის წარმოების დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პედაგოგთა უფლებების დაცვის კავშირი"-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის არჩეული თავმჯდომარე. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

