The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მეშველიანი

ლევან მეშველიანი
Date of birth:3 January, 1975  (51 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1999-2005წწ. - ხონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2007წწ. - ხონის შს რაიონულ განყოფილებაში გამომძიებელი; 2007 წელს - წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2008წწ. უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში; 2008-2009წწ. მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და იმავდროულად წყალყუბოს რაიონულ სასამართლოში; 2009 წლიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა პალატაში; 2010 წელს დაეკისრა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება და იმავდროულად მივლინებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; 2012 წლის აგვისტოდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მესტიის რაიონულ სასამართლოში; 2012 წლის ოქტომბრიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე2012-2016წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, ამასთანავე დაეკისრა სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2016 წლის ივნისიდან დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით; 2016 წლის ივლისიდან - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: