| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები და ჩააბარა გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა საჯარო რეესტრის მუშაკთა გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა გამოცდა; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით; 2005 წელს ჩააბარა სამოქალაქო რეესტრის მუშაკთა გამოცდა. 1995-1999წწ. - საჩხერის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების ინსპექტორი; 1999-2005წწ. - საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2005-2015წწ. - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007 წელს დაეკისრა საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2011-2013წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში; 2016 წლის იანვრიდან - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის თებერვლიდან - საჩხერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევმდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საჩხერის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

