| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით 2003 წელს. 2001-2003წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ქ. ქუთაისის ადვოკატურაში ადვოკატი; 2003-2004წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში სისხლის სამართლის საქმეთა ადვოკატი; 2004-2005წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; 2005-2007წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი; 2007 წელს - ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2008წწ. მოსამართლისა და თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში; 2007-2012წწ. - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე; 2012-2017წწ. - სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის მაისიდან - სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2022 წლის ივლისიდან დანიშნულია სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

