| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2008 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის განხრით 2011 წელს; 2016-2017წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2010-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი და მოსამართლის თანაშემწე; 2019 წლის ივნისიდან - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

