| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა ცანავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1993 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1995 წელს; საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს. 1992-1993წწ. - ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევით ცენტრში ლაბორანტი; 1993-1998წწ. - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 1998-1999წწ. - სს "ვითა ბანკში" იურისტი; 1999-2000წწ. - შპს "ორთაჭალენერგის" იურისტი; 2000-2004წწ. - სსიპ "ენერგოგენერაციის" თავმჯდომარის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2005-2012წწ. - წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005-2008წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2008-2009წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2009-2010წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში; 2012-2015წწ. - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2014-2015წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2016 წლიდან - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

