The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ანთაძე

ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ანთაძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:26 ივნისი, 2006  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1952 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1954 წელს. 

1956 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1980-2003წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის გამგე; სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი. მისი ძირითადი საკვლევი მიმართულება იყო საფრანგეთის რევოლუცია და XIX საუკუნის საქართველოს დემოგრაფია; იყო საუნივერსიტეტო და მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი; ორი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-კონსულტანტი, მრავალი საკანდიდტო დისერტაციის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1957), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 

წყარო: პროფესორი კონსტანტინე ანთაძე : ისტორიკოსი / მერაბ კალანდაძე.-თბ.,2014

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: