| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბო თათარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისისა და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტები. მუშაობდა სოფლების, მეჯვრისხევისა და ზემო ხვედურეთის სკოლებში პედაგოგად და გამგედ; 1933 წლიდან იყო გორის სამასწავლებლო ტექნიკუმის დირექტორი, ხოლო 1934 წლიდან – გორის განათლების რაიონული განყოფილების გამგე; იგი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს 1937 წელს; დაპატიმრების მიზეზად ინსტიტუტის შენობის პროექტირებისას დაშვებული შეცდომები და მშენებლობის ტემპები დასახელდა; გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის პირველი დირექტორი 1936-1937 წლებში; რეაბილიტირებული 1956 წელს. წყარო: გადაწყვიტეთ ისე როგორც პარტია გიკარნახებთ : გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება და მისი პირველი დირექტორის ტრაგიკული აღსასრული / იოსებ ალიმბარაშვილი // ისტორიანი.- თბილისი, 2018.- N 3 (87).- გვ.48–55
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

