The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მევლუდ ხათაშვილი

მევლუდ ხათაშვილი
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1977  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2001 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

1999-2004წწ. - ქარელის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2005-2007წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის, სამოქალაქო საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი; 2007-2017წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის მაისიდან - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: