| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ბესტავაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 1999-2006წწ. - გორის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივანი; 2006 წელს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტი; 2006 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე - ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2007წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში; 2007 წლიდან - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

