| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირმა გოგალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2006 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის კომპლექსური სასწავლო კურსი; ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; გავლილი აქვს სტაჟირება სისხლის სამართლის მიმართულებით თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2007-2019წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2020 წლის დეკემბრიდან - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

