| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოჩა ფუტკარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვახიძეები, შუახევის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1994-1997წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შსს შტაბის დროებითი მოთავსების იზოლატორის პოლიციელი; 1997-1999წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შსს შტაბის დროებითი მოთავსების იზოლატორის უფროსის მოადგილე; 1999-2003წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შსს საგამოძიებო დეპარატამენტის საკონტროლო-მეთოდური ქვეგანყოფილების გამომძიებელი; 2003-2009წწ. - შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2004-2011წწ. მივლინებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ; 2009 წელს - წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2011-2012წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წელს თებერვლიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო და ვანის რაიონულ სასამართლოებში; 2012-2013წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე; 2013-2020წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020 წლის ივლისიდან - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

