| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ნემსაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სარეჟისორო სპეციალობა. (სადიპლომო სპექტაკლი თ. ჭილაძე "მკვლელობა") 1997 წელს; 2006 წელს მიიღო ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი – კულტურის მენეჯერის სერტიფიკატი; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასისტენტ-სტაჟიორობის კურსები სპეციალობით მსახიობის ხელოვნება 2006 წელს. 1997 წელს არის კულტურის ინსტიტუტის თეატრალური სახელოსნოს ასისტენტ-პედაგოგი; 2000–2006წწ. სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელი (გამოშვებული ჯგუფების საკურსო და სადიპლომო სპექტაკლები: ნ. ნაკაშიძე "ვინ არის დამნაშავე", უ. როტფუსი "გერტრუდე", გ. ბიუჰნერი "ვოიცეკი", შ. დადიანი "გუშინდელნი"); 2002 წლიდან მუშაობდა კინოხელოვნების კოლეჯში სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელად; სადიპლომო სპექტაკლი ა. ჩეხოვის (დათვისა და ხელის თხოვნანის მიხედვით) "საჯინიბოში"; 2008 წლიდან არის საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივესიტეტის ასოცირებული პროფესორი; გამოშვებული ჯგუფების (საკურსო სპექტაკლი დ. კლდიაშვილის "მსხვერპლი", მ. ჯავახიშვილი "მუსუსი" , ა. მილერი "კომივოიაჟორის სიკვდილი"; სადიპლომო სპექტაკლი მ. პანიოლის "ტოპაზის სისტემა"); 2010-2017წწ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2014 წლიდან "საქართველოს რეგიონალური ხელოვნების განვითარების ფონდის" დამფუძნებელი; 2014 წლიდან "კომედიის ფესტივალის" დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 2017 წლიდან გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; მიღებული აქვს საერთაშორისო სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების კონკურს-ფესტივალის "დებიუტის" მთავარი პრიზი (გრანპრი), "ყველაზე პერსპექტიული შემოქმედი", (2005); წლის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისთვის "დანტონი", (2015); წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილება "გრან-პრი" სპექტაკლისტვის "ალუბლის ბაღი" (2016). წყარო: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია: rustavi.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

