| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხულოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1992 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 1985-1992წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში რიგითი პოლიციელი, არასრულწლოვანთა საქმეების ინსპექტორი და უბნის ინსპექტორი; 1992-1997წწ. - საქართველოს პროკურატურის სისტემაში ხულოს რაიონის პროკურატურის გამომომძიებელი და პროკურორის თანაშემწე; 1997-2000წწ. - ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2000-2005წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე; 2005-2010წწ. - რეზერვის მოსამართლე; 2010-2015 წლებში - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი/ადვოკატი; 2016 წლის იანვრიდან - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხულოს მუნიციპალიტეტში; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

