| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი შავლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1996 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2002 წელს ჩააბარა მოსამართლეთა შესარჩევი საკვალიფიკაციო გამოცდა; 2017-2018წწ. გაიარა ამერიკული სამართლის სკოლისა და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის ერთობლივი პროგრამა ბიზნეს სამართალში; გაიარა გაეროს ბავშვთა ფონდის - UNICEF-ის სპეციალური კურსი ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ, მიენიჭა ტრენერის კვალიფიკაცია. 1994-2005წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე; 2005 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2005 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2006 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2010 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2010-2011წწ. - ევროკავშირის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი; 2015 წლიდან - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი; 2015-2016წწ. - გურამ თავართქილაძის სასაწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2010 წლის ივნისიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2019-2020წწ. - სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

