The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ობოლაძე

ეკატერინე ობოლაძე
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სანკტ-პეტერბურგი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფაკულტეტი 2007 წელს; საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2009 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2012 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის (ამჟამად საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა) დოქტორანტი; გავლილი აქვს ტრენინგი "სახალხო დამცველის ოფისის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში (UNDP); 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური აპარატის უფროსის პირადი მდივანი; 2008-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2010 წლის იანვრიდან ივლისამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2011 წელს - სს "თიბისი ბანკის" ფილიალის საკრედიტო ადმინისტრატორი; 2012-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი; 2013-2014წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2014-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: