The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სალომე სამხარაძე

სალომე სამხარაძე
Date of birth:29 June, 1990  (35 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

2010 წლის აპრილ-მაისში სწავლებას გადიოდა "სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტში" (USAID); 2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2016 წელს დაამთავრა შპს "საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის" (SDASU) მაგისტრატურა; 2018 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია); 2018 წლის აპრილ-მაისში გაიარა ტრენინგი "ადამიანის უფლებათა სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში" (USAID); 2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2010-2011წწ. - სტაჟიორი საქართველოს უზენაესი სასამართლოში; 2011 წლის იანვრიდან სექტემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის სპეციალისტი; 2011-2013წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2013-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2016-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2020-2021წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსულტანტი; 2021 წლის მარტიდან ივნისამდე - პრაქტიკანტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: