| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დანყებითი განათლება ახალქალაქში მიიღო; 1869 ნელს სნავლა განანდრძო თბილისის რეალურ სასწავლებელში; სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სანკტ–პეტერბურგში გაემგზავრა; საფუძვლიანად ითვისებდა სატყეო საქმეს, ღრმად ეუფლებოდა ბიოლოგიური მეცნიერების დარგებს, განსაკუთრებით – ბოტანიკას. 1886 ნელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა. 1886 ნელს მან ქუთაისის გუბერნიის სატყეო უწყებაში დაინყო მუშაობა; დაინიშნა ამ უწყების მმართველის თანაშეშნედ; 1887 წელს დაევალა საზაფხულო საძოვრების შერჩევა, გამოყოფა და გადაცემა ქუთაისის, ახალციხისა და რაჭის მაზრების გლეხებისთვის; 1888 ნელს დაეკისრა ძვირფასი ჯიშის მცენარის ბზის მარაგის გამოკვლევა; 1890 ნლიდან დაინიშნა შორაპნის მაზრის სატყეო მეურნეობის უფროსად; ამ თანამდებობაზე 42 ნელი იმუშავა; პერიოდელად შეთავსებით ასრულებდა შორაპნის ტყეთა რევიზორის, მაზრის ტყეთა ინსპექტორის, სატყეოს განყოფილების გამგის მოვალეობებს; შრომობდა მეფუთკრეობის, მებაღჩეობა–მებოსტნეობის, მემინდვრეობის დარგებში: ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუმაობას, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას; საბოლოოდ დამკვიდრდა ხარაგაულის მხარეში, ათეული ნლების განმაგლოზაში ცხოვრობდა სოფელ ლეღვანში; პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად მაზრის ტყეების დათვალიერება–შემოწმების დროს, ფართო პროპაგანდას უწევდა მეფუტკრეობის მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას; მისი მოღვანეობის ამსახაველი წერილები ხშირად ქვეყნდებოდა იმდროინდელ პრესაში "Закавказский Вестник" (ამიერკავაკასიის მაცნე), "ივერია", "კვალი," "სახალხო გაზეთი"; დიდი შრომა გასწია სხვა სასოფლო–სამეურნეო დარგების დამკვიდრებისთვის; სოფელ სახლვარში ხეხილის ბაღი გააშენა რამდენიმე ჰეკტარზე; 1896 ნელს კერძო აფთიაქი გახსნა თავის სახლში, სოფელ ლეღვანში: მას მუდმივად ჰქონდა ციებ-ცხელებისა და ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებების სამკურნელო წამლები, ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ დროის მოწინავე, განათლებულ საზოგადოებასთან. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.71-73 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

