The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ბალალაშვილი

მერაბ ბალალაშვილი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:2 ოქტომბერი, 1992  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ძმათა სასაფლაო, გაგრა
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1992 წლის 1 ივლისიდან  მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონში ნაღმტყორცნი ბატარეის ნაღმტყორცნის მეთაურად; 1992 წლის 14 ივლისიდან 15 სექტემბრამდე მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში; 1992 წლის 19 სექტემბრიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ ქალაქ გაგრაში; დაიღუპა ერთ-ერთ საბრძოლო დავალების შესრულებისას 1992 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გაგრის დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლებში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.68-69

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: