The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე მაისურაძე

იოანე მაისურაძე
Date of birth:1834
Date of death:1956  (at 122 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ქუთაისის საგუბერნიო სასწავლებელი; შემდეგ იგი უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგს გაემზავრა. იქ სწავლის დროს დაუახლოვდა ქართველ სტუდენტთა ჯგუფს და მათ შორის აკაკი ნერეთელს. XIX სჯეკუნის 60-იან ნლებში მომხდარი სტუდენტთა მღელვარების გამო პეტერბურგის უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და ის იძეულებული გახდა სნავლის გასაგრძელებლად მოსკოვის უნივერსიტეტში გადასულიყო. 1862 წელს მან პროვიზორის დიპლოშით დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტი.

1862 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინყო მუშაობა თბილისში, შმიდტის აფთიაქში. 1865 წლის 24 აპრილს აფთიაქის გახსნის უფლება მიიღო პროვიზორმა იოანე მაისურაძემ, რომელმაც აფთიაქი გახსნა ქ. ახალციხეში. ი. მაისურაძე პირველი ქართველი უმაღლესდამთავრებული პროვიზორია, რომელსაც იმ პერიოდისათვის საქართველოში ჰქონდა საკუთარი აფთიაქი. ამის შემდეგ მან გახსნა ფილიალი დაბა აბასთუმანში. რუსეთის მეფის მთაგრობა ქართველ პროვიზორებს უზღუდავდა, არ აძლევდა საქართველოში კერძო აფთიაქების გახსნის უფლებას, ამიტომ ბევრი მათგანი იძულებული იყო ემუშავა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა გუბერნიებსა და მაზრებში. ის იყო პირველი ვინც ეს აკრძალვა გადალახა. იოანემ გადაწყვიცა გაეღრმავებინა მისი ცოდნა ფარმაციაში და გაემგზავრა საზღვარგარეთ, საფრანგეთში. იგი ხდება სორბონის უნივერსიტეტის ფარმაციის განყოფილების მსმენელი. მაგრამ სამშობლოში, მისი აფთიაქების მუშაობაში წარმოქმნილი გართულებების გამო სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. მან სააფთიაქო საქმე და ფარმაცია შეასწავლა თავის ორ ძმისშვილს. მისი გარდაცვალების შემდეგ მის აფთიაქებს განაგებდნენ მისი ძმიშვილები. პროვიზორი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.74-75


Share: