The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე მაისურაძე

პავლე მაისურაძე
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1917  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბაადების ადგილი: ქ. თბილისი.

დუდუკზე დაკვრა 17-18 წლის ასაკში დაიწყო; შემდგომში დუდუკზე დაკვრის ხელოვნების შესწავლა განაგრძო ცნობილ მეზურნე კუპრიასთან; იგი თვითონ ქმნიდა ამა თუ იმ ლექსის შესაფერის ჰანგებს; მისი სახელი სპარსეთსა და თვით შაჰის კარზეც ყოფილა განთქმული; პ. მაისურაძის შემოქმედებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სიმღერა "ტკბილი თითი"; არსებობს ვარაუდი, რომ 1897 წელს მან ბეთანიის მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე  წმინდა გიორგის ტაძარს შესწირა ექვსსანთლიანი თითბრის ჭაღი, ამ ვარაუდის არსებობის საფუძველს იძლევა ჭაღზე არსებული წარწერა "ეს ჭაღი მონასტერს 1897 ნელს შესწირა პავლე მაისურაძემ" და ბეთანიის მონასტრის მახლობლად მცხოვრები და იმავე მონასტერში მომუშავე ვანო წიკლაურის მონათხრობი. მეზურნეთა ამქრის წევრი, მედუდუკე, თბილისის აშუღი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძეთბილისი, 2023. გვ.76-93


გააზიარე: