The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1927  (99 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

ქართული ხალხური ცეკვა შეისწავლა ქორეოგრაფების ნიკოლოზ ხმელისა და მერაბ ჩარქსელიანის ხელმძღვანელობით; 1939-1942 წლებში ცეკვავდა ყვარლის რაიონული კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მარიამ არჯევანიშვილი, ამავე დროს გამოდიოდა ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის დადგმებში, როგორც მოცეკვავე; 1940 წელს მონაწილეობდა საქართველოს ბავშვთა პირველ რესპუბლიკურ ოლმპიადაში; 1943-1945 წლებში ცეკვავდა თბილისის პირველი სამკერვალო ფაბრიკის მუშა-მოსამსახურეთა სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში ლოტბარ ივანე მჭედლიშვილისა და ქორეოგრაფ მირიან დედანაშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო 1945-1949 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ქართლ-კახეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი მარო თარხნიშვილი); 1949-1951 წლებში იყო საქართველოს სოცუზრუნველყოფის სამინისტროს საწარმოო კომბინატის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის ქორეოგრაფი; 1951-1966წწ., 1975 წლიდან იგი სათავეში ედგა საქართველოს პროფგანათლების კულტურის სახლთან არსებულ ცეკვის თვითმოქმედ სახალხო ანსამბლ "ფერხულს"; მისი ხელმძღვანელობით ეს ანსამბლი აქტიურად მონაწილეობდა დიდ სახალხო დღესასწაულებში და ქორეოგრაფიულ სანახაობებში, ოლმპიადებსა და კონკურსებში; კონცერტებს მართავდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში; ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1962), სტუდენტთა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ვერცხლის მედალი, ანსამბლში მუშაობის პერიოდში სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში გამართულ საშეფო კონცერტებში აქტიური მონაწილეობისთვის სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების სამმართველოს საპატიო სიგელით; 1979 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის პირველი ექსპერიმენტული ქორეოგრაფიული სტუდიის დირექტორად და მთავარ ქორეოგრაფად.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ. 154-155

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: