The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბოჭორიშვილი

რევაზ ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1973
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1992  (18 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

გატაცებული იყო ნიჩბოსნობით, 18 წლისა გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. 1992 წლის 23 მაისს შერჩევით მიიღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში, ოფიცერთა სადაზვერვო ჯგუფში. სამაჩაბლოში გადიოდა საწვრთნელ მომზადებას, რომლის პროცესშიც თითქმის ცეცხლის ხაზზე იდგა, რამდენიმე დღის შემდეგ, 1992 წლის 13 ივნისს შეიყვანეს გორის სატანკო ნაწილში. მოულოდნელად ატყდა სროლა, რა დროსაც რევაზ ბოჭორიშვილი დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.93


გააზიარე: