| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბუხრიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი. მუშაობდა გორის პირველ და მეოთხე საშუალო სკოლებში ფიზკულტურის მასწავლებლად, საცურაო აუზში მწვრთნელად იყო თვითნასწავლი მხატვარი და მოქანდაკე, ხეზე ჭრის ოსტატი. ეროვნული მოძრაობის პირველი დღიდანვე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი, არარეგალურ გაზეთ "დანახვისის" რედაქტორი. სამაჩაბლოსა და ნიქოზაში. დაიღუპა 1992 წლის 13 ივნისს გორში სამხედრო კონფლიქტის დროს. 1992 წლის 2 დეკემბერს გორში გაიმართა გია ბუხრიკიძის სახელობის შეჯიბრი კალათბურთში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.98-99
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

