The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია მაისურაძე

ზაქარია მაისურაძე
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1970  (56 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახმეტა.

დაამთავრა საქართველოს ცექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1993 წელს.

1997-2002წწ. მუშაობდა სახელმნიფო ქონების მართვის სააგენტოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2002-2005წწ. იყო სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსი; 2005-2012წწ. "საწარმოთა მართვის სააგენტო"-ს სალიკვიდაციო და გაკოტრების ჯგუფის მთავარი სპეციალისტი; 2005–2007წწ. აირჩიეს შპს "ივერიამშენი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; 2007–2009წწ. იყო შპს "გამთიშველი"-ს სალიკვიდაციო კომისიის ნევრი; 2008-2011წწ. "საქრუსენერგო"-ს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2010-2012წწ. შპს "ტრანსტექნიკა"-ს დირექტორი; 2010-2012წწ. იყო შპს "სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯი"-ს ლიკვიდატორი. 2012 წლიდან არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისცი. არის მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.149


გააზიარე: