| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბურძგლა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსის დახურვის შემდეგ, 1992 წელს, ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო საქართველოს "მხედრიონის" წევრი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მიხეილ ბურძგლას საბრძოლო შენაერთი გაგრის რაიონის სოფელ კოლხიდის მისადგომებთან იბრძოდა. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით 1993 წლის 29 აგვისტოს. მის სახელს ატარებს თბილისის ერთ-ერთი ქუჩა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.100-102 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

