The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით მაკარაძე

დავით მაკარაძე
დაბადების თარიღი:29 სექტემბერი, 1990  (35 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გარდაბანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2012 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2014 წელს; გავლილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ეფექტური კომუნიკაციისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორთა მოსამზადებელი კურსები; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. გავლილი აქვს სტაჟირებები საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

2012-2017წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი; 2014-2016წწ. - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის ლექტორი; 2017-2019წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი; 2020-2021წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი. 2021 წლის ივნისიდან - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: