| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჯატიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, სამხრეთ ოსეთის ა/რ. დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი 1974 წელს. 1937 წელს შევიდა სამხრეთ ოსეთის ახლადჩამოყალიბებულ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან არსებულ მოცეკვავე ბავშვთა ჯგუფში. აქ, იგი ზაურბეგ ბირაგოვის ხელმძღვანელობით დაეუფლა ეროვნული ცეკვების ხელოვნებას. ამ ანსამბლშივე მუშაობდა 1962 წლამდე (1948-დან იყო ანსამბლის ქორეოგრაფი). ორჯერ 1940 და 1957 წლებში, მონაწილეობდა თბილისში გამართულ სამხრეთ ოსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში. ვ. ჯატიევის საცეკვაო რეპერტუარიდან აღსანიშნავია "ორი მეგობარი", "ჯიგიტები", "ნარტები" და სხვა ცეკვები. მისი დადგმებიდან კი - ოსური მასობრივი ცეკვა "სიმდი", "წრიული ხონგა ზილგაკავთში გადასვლით", "ნარტების ცეკვა", მოსისხლეთა შერიგება", "ოსი მხედრების ცეკვა", "დავლური", "ხორუმი", "ფერხული" და სხვა. 1945-1962 წლებში გასტროლებით იმოგზაურეს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, სომხეთის დედაქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში. მუშაობდა საქარხნო კულტურის სახლის დირექტორად და ქორეოგრაფად. მიღებული აქვს საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის პირველი რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატის წოდება (1957), რესპუბლიკურ ოლიმპიადებში მოცეკვავეთა ჯგუფის მომზადებისა და წარმატებით მონაწილეობისათვის მეორე ხარისხის დიპლომი და ვერცხლის მედალი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო 2 სიგელი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.158-159 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

