The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაყვალა ინასარიძე

მაყვალა ინასარიძე
დაბადების თარიღი:1935  (91 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

1960-1983 წლამდე მუშაობდა გაზ. "სოფლის ცხოვრების" რედაქციაში, ჯერ ლიტმუშაკად, შემდეგ პარტიული ცხოვრების განყოფილებაში; 1983 წლიდან მუშაობდა ქარელის პარტიის რაიკომის მდივნად; 1990-1993წწ. მინისტრთა საბჭოს გაზეთ "რესპუბლიკის" წამყვან რედაქტორად; 1993–1995წწ. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის კადრების განყოფილების გამგედ; 1995 წლიდან გაზ. "სოფლის ცხოვრების" თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის განყოფილების რედაქტორად. დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და მრავალი სხვა სიგელით. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.116

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის, საქართველოს ქალთა საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ღირსების მედალი
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 1972 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები (რედაქტორი) // ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ; მთავარი რედაქტორი ნარგიზა ლომთაძე ; სარედაქციო კოლეგია: მანანა სანადირაძე, მაყვალა ინასარიძე, ონისე ხუბუტია. - თბილისი, 2004. - 572გვ.
  • გაფრინდი შავო მერცხალო (თანაავტორი). - თბილისი, საგამომცემლო ფირმა "ხატი", 2000. - 320გვ.
  • მეგობრობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1969. - 21გვ.

გააზიარე: