The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომეო ტყეშელაშვილი

რომეო ტყეშელაშვილი
Date of birth:27 November, 1984  (41 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007-2008წწ. გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის კურსები; 2007 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2009 წელს ჩააბარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, ამავე წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასაწავლო კურსი; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2006-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი; 2007-2008წწ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე; 2010 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სტაჟიორი; 2010-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის (განყოფილების) სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის სპეციალისტი; 2012-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი; 2016-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2021-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე. 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: