The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი გერაძე

ბადრი გერაძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1967
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1992  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გვიშტიბი, წყალტუბოს რაიონი.

სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო-სამხედრო სამსახურში, მსახურობდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. სამხედრო სამსახურის მოხდის შემღეგ ჩააბარა თბილისის მილიციის უმაღლეს სასწავლებელში. ჩაბარებისთანავე დაიწყო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა, იბრძოდა სამაჩაბლოში და რესპუბლიკის სხვა ცხელ წერტილებში. ორჯერ დაიჭრა საბრძოლო ოპერაციების დროს. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების პირველი დღეებიდანვე ჩაება ბრძოლებში. დაიღუპა 1992 წლის 29 აგვისტოს სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.129


გააზიარე: