| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნარო კოლხელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. იგი არის გინესის რეკორდსმენი მოთხრობებისა და რომანების სწრაფად წერაში. 1990 წელს საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების ეგიდით საგანგებო ჟიურის მიერ მოცემულ თანამედროვე თემებზე 5 დღეში დაწერა 10 მოთხრობა; 1997 წელს ქ. ბათუმში სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის თანადგომით, ასევე მოცემულ თემაზე "მეზღვაური და შავი პატარძალი" 36 საათსა და 25 წუთში (დასვენების გარეშე) დაწერა 123 გვერდის მოცულობის რომანი "ორი სიცოცხლე - ორი სიყვარული". 1999 წლის გაზაფხულზე რუსეთის საელჩოსა და კულტურის ცენტრის ეგიდით, გრიბოედოვის თეატრში 37 საათსა და 02 წუთში შექმნა 125-გვერდიანი რომანი "სიყვარულის ნოსტალგია". გამოცემული აქვს პირველი სქელტანიანი ტომი რომანების ციკლისა "ღმერთების სევდა", "გაქვავებული ქალაქი", "ჟანგისფერი ყვავილი", "ლასარია", "ნაბიების ქვეყანა"), მუშაობს მეცნიერულ და პუბლიცისტურ თემებზეც. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.117 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

