The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კაკულია

ნინო კაკულია
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1972  (54 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ჟურნალისტის სახლთან არსებული ახალგაზრდა ჟურნალისტთა ორწლიანი სკოლის სრული კურსი 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს; საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის ტექნიკური ცენტრის ტელეოპერატორთა და ვიდეომემონტაჟეთა კურსები ვიდეოოპერატორ -რეპორტიორის სპეციალობით 1998 წელს.

1994-1996 წწ. მუშაობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო პროგრამა "კურიერი"-ს კორესპონდენტად, სადაც გაიარა ჟურნალისტის პროფესიული ჩვევების ტრენინგი; 1997 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში, საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა "ალიონი"-ს კორესპონდენტად, სადაც ამზადებდა საინფორმაციო-ანალიტიკურ სიუჟეტებს: პოლიტიკურ მიმოხილვას -"დღის თემა"; საავტორო რუბრიკას - "მე, შენ, ისინი" ( სოციოლოგიური სამსახურის "GORBI"- ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა-რეიტინგის მიმოხილვა); რუბრიკას - "პრესის მიმოხილვა"; საავტორო რუბრიკას - "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" (პუბლიცისტური ჟურნალისტიკა); საავტორო რუბრიკას - "ვინ ვინ არის" საქართველოს ხელისუფლებაში (პარლამენტის დეპუტატთა პიროვნული, პროფესაული და ფსიქოლოგიური მონაცემების წარმოჩენა); 2003 წლიდან მუშაობს ქართული გაზეთის, "ჯორჯიან-თაიმსი"-ს კორესპონდენტად; რუბრიკით "ჟურნალისტების ქვეყანა" ეხმაურება მასმედიის პრობლემატიკას.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.118


გააზიარე: