| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკა ვარდოშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის განყოფილება 1995 წელს. 1990-2007წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ილია ჭავჭავაძის კაბინეტის თანამშრომელი; 1996-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1998-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 2002-2004წწ. საქართველოს სახლემწიფო კანცელარია, რეფერენტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელი; 2007-2011წწ. მოწვეული ლექტორი; 2012 წლდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ახალი ქართული ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან ცხუმ-აფხეზეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორ ოთარ ჭურღულიას სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2018-2022წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2018 წლიდან საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ქართული ენისა და ლიტერატურის კომიტეტის წევრი; 2022 წლდან კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის წევრი; 2023 წლიდან ინტერდისციპლინური კვლევების საერთაშორისო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2024 წლდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქარათველოს საისტორიო საზოგადოების წევრი. არის 110 მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 წიგნის ავტორი; საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული მისი მონოგრაფიები და წიგნები შეტანილია აშშ კონგრესის, ჰარვარდის, პოლონეთის საუნივერსიტეტო და გერმანიის, უკრაინის, რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკებში; მისი სამეცნიერო შრომები ასევე შეტანილია WorldCat Identitis მსოფლიო მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი; არის მრავალი კონგრესის, კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე საქართველოში და საზღვარგარეთ. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რელიგიური ნაკადი ილია ჭავჭავაძის ლიროკაში", დაიცვა 1995 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

