The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ მაისურაძე

ომარ მაისურაძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1946  (80 წლის)
კატეგორია:იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით 1975 წელს.

1965-1969წწ. იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1975–1980წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; მიენიჭა კაპიტნის წოდება; 1980-1981წწ. მუშაობდა რუსთავის საქალაქო კომიტეტში; 1981-1991წწ. იყო რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარე; 1992-1995წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტუციის სამინისტროში, სასამართლო ორგანოების სამმართველოს უფროსის მოადგილედ ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსად; მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება; 1995–2000წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე; 1996 წლიდან მუშაობდა თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსად; 2005–2009წწ. "თბილისი ცენტრალი"-ს იურიდიული სამსახურის უფროსი; არის იუსტიციის უფროსი მრჩეველი; დაჯილდოებულია 2 მედლით. 1998-2000წწ. იყო მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 2000 წელს არჩეულია მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარედ.  

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.161, 186-187


გააზიარე: