The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ გოგიჩაიშვილი

ზურაბ გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1963
გარდაცვ. თარიღი:11 იანვარი, 1991  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1982-1984 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1984 წლიდან მუშაობდა მილიციაში. 1986 წელს ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მილიციის უმაღლესი სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს და იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ისნის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში უბნის ინსპექტორად, სწავლაში აკადემიური წარმატებებისათვის, სიმამაცისა და ოპერატიულობისთვის ბევრჯერ იყო წახალისებული. მილიციის ლეიტენანტი ზურაბ გოგიჩაიშვილი გმირულად დაიღუპა ცხინვალში 1991 წლის 11 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.144


გააზიარე: