The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა შამათავა

ნანა შამათავა
Date of birth:28 October, 1978  (47 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

გავლილი აქვს ტრენინგი მოსამართლის თანაშემწის კვალიფიკაციის შესახებ. 2006 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით. 2010 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2011 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. 2020-2021წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1999-2007წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი; 2007-2010წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2011-2012წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი; 2012-2013წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს სხდომის მდივანი ხობის მუნიციპალიტეტში; 2013-2014წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2015-2016წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2016-2021წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი; 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


Share: