| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2003 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორანტურა; 2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2001-2003წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი; 2003-2005წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი; 2007-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2015-2020წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2022-2024წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე. 2024 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

