The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნაზ მაისურაძე

გულნაზ მაისურაძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1948  (78 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1973 წელს.

1973 ნლიდან მონაწილეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში. 1980  წლიდან მუშაობდა პედაგოგად თბილისის 58-ე, მე-100–ე და 155-ე საშუალო სკოლებში. მისი ნამუშევრები დაცულია კულტურის სამინისტროს სამხატვრო ფონდებსა და საცავებში, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში. 1991 წელს გახდა ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. დამსახურებისთვის, რომელიც მას მიუძღვის ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წინაშე, ფიროსმანის სახელობის საერთამორისო ასოციაციის მიერ დაჯილდოებულია ხელოვნების ლაურეატის პირველი ხარისხის დიპლომით. 

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.163-164

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1984-)
  • ფიროსმანის სახ. საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია, წევრი

გააზიარე: