The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაირა ბასილაშვილი

ზაირა ბასილაშვილი
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიის ანსმბლის წევრი გახდა 1960 წელს. იგი წარმატებით ასრულებდა თითქმის ყველა ცეკვას, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მისი სოლო პარტიები ცეკვებში: "დავლური", "სამაია", "ხაბარდა" და სხვა. დაჯილდოებულია საქარტველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის, სახალხო დეპუტატთა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომისა და საქართველოს ალკკ თბილისის კომიტეტის საპატიო სიგელებით, მინიჭებული აქვს კომუნისტური შრომის დამკვრელის წოდება.

 წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.171

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
    ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის

გააზიარე: