The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატო კორსანტია

ნატო კორსანტია
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რეჩხი, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

მუშაობდა გაზეთების "ახალგაზრდა კომუნისტი" და "დვრიტას" რედაქციებში; 1990-1993წწ. იყო ქალაქ გალის რაიონული გაზეთის "სათანჯოს" რედაქტორი; 1993 წლიდან "ახალგაზრდა ივერიელის" რედაქციაში; 1998 წელს მუშაობას აგრძელებს "დილის გაზეთის" რედაქციაში ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ  განყოფილების რედაქტორად; 1998 წლიდან პარალელურად რედაქტორობს გალის რაიონულ გაზეთ "სათანჯოს", რომელიც მთლიანად აფხაზეთის პრობლემატიკას აშუქებს; 1999 წელს გამოსცა აფხაზეთის პრობლემების ამსახველი პუბლიცისტური წერილების კრებული. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.123

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1993-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
    აფხაზეთის პრობლემების ამსახველი პუბლიცისტური წერილების კრებულისთვის

ბიბლიოგრაფია

  • ვინ გაყო ასე, გაღმა-გამოღმა? : ესეები, ჩანახატები, დიალოგები (ავტორი). - თბილისი, 2023. - 294გვ.. - ISBN: 9789941860270
  • აფხაზეთი სავიზიტო ბარათად : აფხაზეთიდან დევნილი საზღვარგარეთ მცხოვრები ახალგაზრდების მოგონებების კრებული (შემდგენელი) // ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია. - თბილისი, 2019. - 154გვ.. - ISBN: 9789941808869

გააზიარე: