The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ზარნაძე

დავით ზარნაძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1972 წელს.

1972-1980წწ. მეცნიერებათა აკადემია, გამოთვლითი ცენტრი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1976-1982წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრა, ლექტორი; 1982-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2018 წელს კავკასიის უნივერსიტეტი, კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი, მიწვეული პროფესორი; 2018 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტი, უმაღლესი მათემატიკის კათედრა, პროფესორი. 60- ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომს ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2018).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: