The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თოფუზ გაბაიძე

თოფუზ გაბაიძე
Date of birth:2 February, 1912
Date of death:1990  (at 77 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიხაძირი, ხულოს რაიონი.

ქართულ ხალხურ სიმღერებს, ცეკვებსა და დოლზე დაკვრას აჭარაში ცნობილი მეჭიბონე ედეჰემ სურმანიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა; მისი საშემსრულებლო ხელოვნება კიდევ უფრო დაიხვეწა 1930- იან წლებში ხიხაძირის სასოფლო კლუბთან არსებული სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლში, რომელსაც 80 წელს გადაცილებული სახელგანთქმული მოცეკვავე ასლან აბაშიძე და მეჭიბონე ქოჩახელა ხელმძღვანელობდნენ; 1934 წელს თბილისში გამართულ ამიერკავკასიის ხალხთა მხატვრული თვითმოქმედების პირველ ოლიმპიადაზე მან შესანიშნავად შეასრულა "ხორუმის" ე. წ. ჩამკეტის როლი; 1936 წელს საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა დიდი წარმატება, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ა. ცეცხლაძესთან და ი. კახიძესთან ერთად "განდაგანას" შესრულებით; 1941 წელს სამხედრო ნაწილში, სადაც ის მსახურობდა ჩამოაყალიბა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და ხშირად ჯარის ნაწილებში კონცერტებს მართავდა. 1942 წლიდან მოყოლებული 1973 წლამდე სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომის, ხულოს, ხიხაძირის კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; ხელმძღვანელობდა ბათუმის სახანძრო რაზმის სიმღერისა და ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლს.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ. 180-181

Awards and Honors

  • აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკი

Share: