The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მაისურაძე

ზურაბ მაისურაძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოლოზი, გორის რაიონი.

დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი 1989 წელს.

1990-1994წწ. მუშაობდა ქალაქ ფსკოვის საქალაქო საავადმყოფოში ექიმ-ქირურგად. 1994-2023წწ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 2005 წელს დააფუძნა სამედიცინო პროფილის კომპანია "ინტერლაბი". არის ამ კომპანიის დირექტორი. ის თითქმის ოცი წელია აქტიურად არის ჩაბმული მაისურაძეთა საგვარეულო მოძრაობაში. არის საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი. 2015 ნელს, მისი სრული დაფინანსებით, აშენდა სოფელ ოლოზის ღმრთისმშობლის შობის ტაძარი. იგი უშუალოდ მონაწილეობდა მაისურაძეთა მრავალი ღონისძიებების დაფინანსებაში, მათ შორის – კოსტა მაისურაძის ძეგლის ქალაქ ონში დადგმაში. ქველმოქმედი.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.167-168, 226


გააზიარე: